ჩვენს შესახებ

ჩვენს შესახებ

შპს „ბუმბა“ დაარსდა 1995 წლის 11 ნოემბერს და წარმოადგენს სურსათისათვის განკუთვნილი შესაფუთი მასალების, კერძოდ პეტ ბოთლებისა და პოლიმერული საცობების მწარმოებელ კომპანიას. იგი აწარმოებს პლასტმასის სხვადასხვა ტიპის პეტ ბოთლებსა და საცობებს, რომლებიც გამოიყება მედიკამენტების, რძის პროდუქტების, გაზიანი და უგაზო გამაგრილებელი და ალკოჰოლური სასმელების შესაფუთად. კომპანია 25 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს პროდუქციის დიდ ასორტიმენტს. ჩვეენ გვყავს კარგად ორგანიზებული და მაღალკვალიფიციური ტექნიკური პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს წარმოებული პროდუქციის ხარისხსა და უვნებლობას. შპს „ბუმბა“ მიზნად ისახავს ადგილობრივი და მეზობელი ბაზრების უზრუნველყოფას ქართული ნაწარმით, რაც გამოიწვევს მეტი სამუშაო ადგილის შექმნას და მკვეთრად გააუჯობესებს ბიზნეს გარემოს ქვეყანაში. ჩვენი კომპანია ორიენტირებულია მომხმარებლის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, რაც გამოიხატება პროდუქციის მაღალ ხარისხში, მრავალფეროვნებაში და მომსახურების მოქნილობაში.

საკონტაქტო ფორმა

თუ გაქვთ შეკითხვები
მოგვწერეთ, დაგვიკავშირდით