თბილისში ალუმინის საცობების საწარმო "ჯამპლასტი" შენდება
შპს “ჯამპლასტი" შეიქმნა 2019 წელს სპეციალურად პროექტ "აწარმოე საქართველოში" მონაწილეობის მისაღებად. კომპანიის დირექტორს ბ-ნ გიორგი ჯამრიშვილს, გააჩნია საქართველოში პლასტმასის პროდუქციის, კერძოდ პლასტმასის საცობების, პეტ-პრეფორმებისა და პეტ-ბოთლების წარმოების 23 წლიანი გამოცდილება და აქვს განხორციელებული მრავალი წარმატებული პროექტი ამ დარგში. კომპანიის ძირითადი საქმიანობა დაკავშირებული იქნება პლასტმასის მოსაწყვეტი რგოლის მქონე ალუმინის საცობის წარმოება-რეალიზაციასთან და მომხმარებლებისათვის საუკეთესო სერვისის მიწოდებასთან. ალუმინის საცობის წარმოება იგეგმება წამყვანი იტალიური კომპანია "Sacmi"-ს დანადგარების მეშვეობით, რომელიც არის მსოფლიო ლიდერი საწნეხი დანადგარების წარმოებაში,მათ შორის ალუმინის, პლასტმასის და თუნუქის საცობების საწარმოო კომპლექსების წარმოებაში. აღნიშნული ტიპის საცობი არის გამოყენებული პრემიუმ სეგმენტის მქონე მინერალური და მტკნარი წყლებისა და გამაგრილებელი სასმელების მოსახუფად. საწარმოს განლაგება იგეგმება ქ. თბილისში, დასახლება ორხევი, მექანიკური ქარხნის მიმდებარედ. ალუმინის საცობის საწარმოს შექმნა ხელს შეუწყობს ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ამ სექტორში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას, შეაჩერებს ამ მიმართულებით ქვეყნიდან უცხოური ვალუტის გადინებას. შპს “ჯამპლასტი”-ს სახით მინერალური წყლებისა და გამაგრილებელი სასმელების ჩამომსხმელი კომპანიებს გაუჩნდება სანდო და მოქნილი პარტნიორი რომელიც ხელს შეუწყობს მათი ბიზნესის განვითარებას.

საკონტაქტო ფორმა

თუ გაქვთ შეკითხვები
მოგვწერეთ, დაგვიკავშირდით